31.08.2009 წ.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალექსანდრე ჯანელიძის გელოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის შესახებ.
სსიპ ალექსანდრე ჯანელიძის გელოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:
1. სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
2. ტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიისა და სეისმოტექტონიკის განყოფილების ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
3. პეტროლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
4. სასარგებლო წიაღისეულის, გეოქიმიისა და იზოტოპური გეოქრონოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი/ მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
5. გარემოს ფიზიკურ-ქიმიური კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი/ მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
• სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მეცნიერებათა დოქტორის ან მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
• კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება 4 წლის ვადით.
• კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
გ) აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
დ) გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
ე) 1 სამეცნიერო ნაშრომის (სტატია, მონოგრაფია) ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის პროფესიონალიზმს;
ვ) შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო საქმიანობის მიმდინარეობისა და განვითარების ხედვა (პრიორიტეტები, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები, მეცნიერული პოტენციალი, კვლევის მატერიალურ-ტექნიკური რესურსები და სხვ.);
ზ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;
თ) სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის ჩამონათვალი და დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დიპლომები, სერთიფიკატები, ჯილდოები დასხვ.);
ი) შესაბამისი დარგის იმ 2 მაღალკვალიფიციური მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებმაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს.
• სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
ა) გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების რაოდენობა, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ბ) საერთაშორისო სამეცნიერო აქტიურობა ბოლო 10 წლის განმავ¬ლობაში (მონაწილეობაკონფერენციებში, სიმპოზიუმებში და ა.შ);
გ) მონაწილეობა საგრანტო, განსაკუთრებით საერთაშორისო სამეცნიერო თემატიკაში;
დ) სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის განვითარებიოს სტრატეგიული ხედვა;
ე) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ორგანიზების გამოცდილება;
ვ) ახალგაზრდა მეცნიერებთან მუშაობის გამოცდილება (მოწაფეების რაოდენობა, მათი ჩართვის ხარისხი საგრანტო და საინსტიტუტო თემატიკაში და სხვ.);
ზ) დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
საბუთები მიიღება ალექსანდრე ჯანელიძის გელოგიის ინსტიტუტში: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, კორპ. 9, ოთახები №319 და №331.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 29 სექტემბერი, 14:00სთ.
კონკურსი ჩატარდება 2009 წლის 30 სექტემბერს, 12:00სთ, იმავე მისამართზე.
ინფორმაციისათვის მიმართეთ კონკურსის სამდივნოს:
E-mail: fmaisadze@yahoo.com
ტელ: 36 49 82
მობ: 898 52 26 07
პასუხისმგებელი პირი – ფერანდო მაისაძე